სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით პროგრამა შემუშავდა.
ამის თაობაზე მთავრობის დადენილებას პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მოაწერა ხელი.
პროგრამის მიზანია ფარმაცევტული ბაზრის დაცვა ფალსიფიცირებული, წუნდებული, ვადაგასული სამკურნალო საშუალებისაგან.
პროგრამას სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ახორციელებს. მისი ბიუჯეტი 70 000 ლარით განისაზღვრება და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

















