გლდანისა და კრწანისის რაიონების ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო, გლდანის
I, III, IIIა, IV, V, VI, VIII მიკრორაიონების, ხიზანიშვილის და მიმდებარე ქუჩებს ელექტროენერგია 17.00 საათამდე არ მიეწოდებათ.
კრწანისის რაიონში შეზღუდვა 16.00 საათამდე ლესელიძის, სიონის, შარდენის და მიმდებარე ქუჩების აბონენტებსაც ეხება.

















