მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღირსი დედის, მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
მარიამ ეგვიპტელი 12 წლის ასაკში ალექსანდრიაში ჩავიდა, სადაც 17 წლის განმავლობაში უწმინდურ ცხოვრებას ეწეოდა.
ერთ დღეს იგი წმინდა მიწაზე მოსალოცად მიმავალ ადამიანებს გაჰყვა, მომლოცველთა ტალღამ მარიამი მაცხოვრის აღდგომის ტაძართან მიიყვანა. ტაძარში ყველა შედიოდა, ის კი წინ ნაბიჯსაც ვერ დგამდა. მაშინ იგი ღვთისმშობელს შეევედრა, ტაძარში დაეშვა და შეჰპირდა, რომ წმინდად იცხოვრებდა. ამის შემდეგ იგი დაუბრკოლებლად შევიდა ტაძარში.
იერუსალიმიდან მარიამი იორდანეს უდაბნოში წავიდა, სადაც სიცოცხლის დარჩენილი წლები მკაცრ ლოცვასა და მარხვაში გაატარა. მარიამ ეგვიპტელმა ბოლო ზიარება მამა ზოსიმეს ხელიდან მიიღო და 521 წელს აღესრულა.
მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე დიდმარხვის მეხუთე შვიდეულში აღნიშნება.

















