"დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის პარალელურად "დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის" წევრების ნაწილი სასტუმროში საინვესტიციო დეველოპერული კომპანია „დექსუსის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
„დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის" წარმომადგენლების განცხადებით, "ცენტრ პოინტმა" 2003-2010 წლებში 6 200 ოჯახი დააზარალა.
როგორც ცნობილია, 2010 წელს „ცენტრ პოინტსა“ და „დექსუს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, "დექსუსმა" ცენტრ პოინტის" ვალდებულებები 3 წლის ვადაში უნდა შეასრულოს.
"დექსუსი", რომელმაც "ცენტრ პოინტის" აქტივები გადაიბარა, დაზარალებულთაგან თანხის 18%-ის დამატებას ითხოვს.
შეხვედრიდან გამოსულთა განცხადებით, მათ „დექსუსმა“ არც ამჯერად შესთავაზა კონკრეტული გეგმა.

















