სოლიდარობის კამპანია არჩევნებამდე გაგრძელდება და ყოველკვირეულ ხასიათს მიიღებს. ამის შესახებ სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ავლაბრის მოედანზე შეკრებილი საზოგადოების მთავარი მოთხოვნაა - „დაიცავი და გადაარჩინე მდიააა“.
შავერდაშვილის განცხადებით, დღევნადელი აქცია პრობლემების მთელ სპექტს აერთიანებს, რათა მოქალქეების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში გაიზარდოს.
აქციის ორგანიზატორი მიიჩნევს, რომ მედიის თავისუფლება შეზღუდულია და სატელევიზიო სივრცეში ცენზურაა.
„როგორც კი მოიხსნება პოლიტიკური წნეხი, მედია გათავისუფლდება“ - განაცხდა შავერდაშვილმა.
აქციის მონაწილეები ავლაბრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, გუდიაშვილის მოედანზე კი - ისინი თბილისის 5 მოედნიდან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან.

















