სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში, თბილისში ავლაბრის მოედანზე მედია კლუბი შეიკრიბა.
კლუბის წარმომადგენლები აქციაზე მედიის თავისუფლებას მოითხოვენ. სოლიდარობის ნიშნად მათ ჯაჭვი შეკრეს და მოქალქეებს ერთიანობისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, კამპანიის მიზანი სამოქალაქო პოზიიცის გამოხატვაა.
კამპანიის მონაწილეები თბილისის სხვადასხვა მოედანზე ადამიანის უფლებების დაცვას, მედიის თავისუფლებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას მოითხოვენ.
აქცია მიმდინარეობს მარჯანიშვილის მოედანზე, მრგვალ ბაღთან, თავისუფლების მოედანზე, სააკაძის მოედანზე, ავლაბრის მოედანზე და იგი გუდიაშვილის მოედანზე დასრულდება.

















