აპრილის დასაწყისი საქართველოში ძირითადად ნალექიანი იქნება.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, ხვალ მთელ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. შემდეგი 2 დღე კი, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს.
რაც შეეხება ტემპერატურას, სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ დედაქალაქში 18 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, ქვეყნის დასავლეთში 19, ხოლო აღმოსავლეთში 18 გრადუსი სითბო იქნება. 2 აპრილს კი, ტემპერატურის უფრო მატებაა მოსალოდნელი.

















