ჩუღურეთისა და კრწანისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ელენერგია 14:00-დან 17:00 საათამდე აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, კონსტიტუციის, არაგვისპირელის, ხეთაგუროვის, ჩხეიძის, ჯავახიშვილის, გორკის, უზნაძისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს გაეთიშება.
ენერგომომარაგება შეეზღუდება ასევე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს, „თი-ბი-სი“ ბანკს, თეატრალურ ინსტიტუტს, ცენტრალურ ფოსტას, სასტუმრო „რედისონს“, სასტუმრო „თორს“, მიხაილოვის საავადმყოფოს, კარდიოლოგიურ საავადმყოფოს, სისხლის გადასხმის ინსტიტუტს, ეპილეფსიის ცენტრს, #2 სამშობიაროს, ალადაშვილის სახელობის კლინიკას, განათლების სამინისტროს, სათნოების სახლ „კათარზისს“ და ლუდის ქარხანა „ყაზბეგს“.

















