თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი შპს „ომეგას“ სტამბის სახურავს გაუჩნდა. დაიწვა 100 კვ მეტრის ფართი.
საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ამ დროისთვის ადგენენ. არ არის დათვლილი ზარალიც.
ხანძრის ჩასაქრობად 8 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული და იგი უკვე ლიკვიდირებულია.

















