logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
თბილისში სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია დაიწყება
თბილისში სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია დაიწყება
12:34 30.03.2012
თბილისის ექვს მოედანზე ხვალ სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია დაიწყება.
როგორც "ნიუსპრესს" კამპანიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შორენა შავერდაშვილმა  განუცხადა, აქციაზე სამოქალაქო სოლიდარობის ექვსი ჯაჭვი შეიკვრება.
მისი თქმით, აქცია სიმბოლურ ხასიათს ატარებს და მიზნად საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი 6 თემის შესახებ სამოქალაქო პოზიციისა და სოლიდარობის გამოხატვას ისახავს - ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.
შავერდაშვილის განცხადებით, აქციის მთავარი მიზანი აღნიშნული აქტუალური თემების ირგვლივ სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობის ჩვენებაა.
"აქამდე თუ საზოგადოება სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებად იყო დაყოფილი, ახლა შევეცდებით პოლიტიკურ პროცესებზე ერთიანი ძალებით ვიქონიოთ გავლენა"- აღნიშნა შავერდაშვილმა.
სამოქალაქო სოლიდარობის აქცია თბილისის რამდენიმე მოედანზე ჩატარდება - სააკაძის მოედანზე - ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მარჯანიშვილის მოედანზე - გარემოს დაცვის მოთხოვნით "მწვანე ალტერნატივა"; ავლაბრის მოედანზე - თავისუფალი მედიის მოთხოვნით "მედია კლუბი"; ვაკის პარკთან - განათლების უფლების მოთხოვნით თსუ-ს სტუდენტები; მრგვალ ბაღთან - სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით კამპანია "ეს შენ გეხება"; ხოლო თავისუფლების მოედანზე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოთხოვნით "ტფილისის ჰამქარი" შეიკრიბება.
აქცია 15:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათზე, გუდიაშვილის მოედანზე დასრულდება.
სამოქალაქო აქციას ორგანიზებას არასამთავრობო ორგანიზაციები - "მედია კლუბი", "ტფილისის ჰამქარი", "გუდიაშვილის მოძრაობა", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "გამჭვირვალობა საქართველო", კამპანია "ეს შენ გეხება", თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და "მწვანე ალტერნატივა" უწევენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა