სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 5 აპრილს, ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია "დეას" პროექტის - "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და
ადვოკატირების" პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციიდან აცნობეს, პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და რეალიზაციის, მათთვის ხელსაყრელი სამართლებრივი და სოციალური გარემოს შექმნისა და ამ საქმეში აქტიური და ქმედითი მონაწილეობისთვის ფართო საზოგადოების ინფორმირებისა და მზაობის ხელშეწყობაზეა მიმართული.
პროექტი 2010-2012 წლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია "დეას" და პროექტის პარტნიორების მიერ განხორციელდა.
პრეზენტაციის მიზანია პროექტის ფარგლებში განხორციელებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაცია, სამთავრობო სამოქმედო გეგმაში ექსპერტიზისა და სტატუსის განსაზღვრა, შრომისა და დასაქმების სფეროებში მათი მონაწილეობის გაზრდა.
პრეზენტაციაზე ასევე, პროექტის ფარგლებში გამოცემულ წიგნს "განათლება და დასაქმება – გზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციისკენ" წარმოადგენენ.

















