თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "რედ ბულის ქაღალდის თვითმფრინავების" საერთაშორისო ჩემპიონატის ეროვნული ფინალი დღეს გაიმართება.
საქართველოს შესარჩევ ტურებში გამარჯვებული 45 მონაწილედან 3 საუკეთესო "პილოტი" გამოვლინდება. გამარჯვებულები ჩემპიონატის მსოფლიო ფინალზე, რომელიც 4-5 მაისს ჩატარდება, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გაემგზავრებიან.
საქართველოში ჩემპიონატი უკვე მეორედ ტარდება. საკვალიფიკაციო ტურები თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში 3 დღის განმავლობაში იმართებოდა.
ქაღალდის თვითმფრინავების გაშვებაში "რედ ბულის ქაღალდის თვითმფრინავების" საერთაშორისო ჩემპიონატი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2006 წლიდან ტარდება. მასში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტის სტატუსი და ქაღალდის თვითმფრინავის გაკეთების უნარია საჭირო.

















