თემაზე "უკეთესი მმართველობის უზრუნველყოფა, ფინანსური კონტროლი, გარე აუდიტის რეფორმა საქართველოში" დღეს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენცია საქართველოს კონტროლის პალატისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) პროექტ "საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერის" ფარგლებში იმართება.
ღონისძიებაში კონტროლის პალატის, პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ოფისების, GTZ-სა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

















