თბილისში სამგორის, მთაწმინდის, ჩუღურეთის, ნაძალადევისა და გლდანის რაიონების ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ელექტროენერგია სარემონტო სამუშაოების გამო 17.00 საათამდე ვარკეთილი 3-ის I, II და III ა მიკრორაიონების აბონენტებს არ აქვთ.
ელექტროენერგიის მიწოდება 11.00 საათამდე მთაწმინდის რაიონში თაბუკაშვილის, ბროსეს, ლაღიძის, ქუთათელაძის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდა.
აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 19.00 საათამდე ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება 2-2 საათით შეუწყდა.
შეზღუდვა რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირს, გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ვირსალაძის, ბროსეს, ლაღიძის, მარჯანიშვილის, კონსტიტუციის, უზნაძის და მიმდებარე ქუჩებსაც ეხება.
ელექტროენერგია ნაძალადევის რაიონშიც გაითიშა. კერძოდ, შეზღუდვა 15.00 საათამდე ცოტნე დადიანის და გურამიშვილის გამზირებს და ბეჟანიშვილის, წიწამურის, ხვინგიას, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ილურიძის, ნათაძის, საყვირისა და მიმდებარე ქუჩის აბონენტებს ეხება.

















