"ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა" დღეს ლეიკემიით დაავადებული წლინახევრის საბა ტყებუჩავას დასახმარებლად სისხლი გაიღეს.
მათი ცნობით, საბა ტყებუჩავას მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინდა. ის მძიმე მდგომარეობაშია და დიდი რაოდენობით სისხლი ესაჭიროება.
აქციას 20–მდე "ახალგაზრდა ქრისტიან–დემოკრატი" შეუერთდა. მათი განმარტებით, აქციაში მონაწილეობის მიზანი სისხლის ბანკის მარაგის შევსებაში წვლილის შეიტანა და მსგავსი ტიპის დაავადების მქონე ბავშვების დახმარებაა.
ახალგაზრდა ქრისტიან–დემოკრატების განცხადებით ანალოგიური სახის პროექტების განხორციელებას ისინი მომავალშიც გეგმავენ.

















