კანადაში ჩაძირულ გემს ერთი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული ინფორმაცია "ნიუსპრესს" საზღვაო ტრასპორტის სააგენტოში დაუდასტურეს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, გემზე მყოფთაგან 4 მოქალაქე გადარჩენილია, სამი კი - დაკარგულად ითვლება. მათი თქმით, აღნიშნული პიროვნებები მეზღვაურთა ბაზაში არ ირიცხებიან.
დაკარგულთა ძებნას კანადის სანაპირო დაცვის ვერტმფრენები ისევ განაგრძობენ.
გემმა კატასტროფა პროვინცია "ახალი შოტლანდიის ნაპირებთან განიცადა. მაშველებმა გემზე მყოფი 6 მოქალაქე გადაარჩინეს, თუმცა, მოგვიანებით, მათგან ერთი დაიღუპა. ორი კი, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება.
ეკიპაჟის წევრები ჩაძირვის მიზეზად გემზე მექანიკურ პრობლემებს ასახელებენ.
კანადის მედიის ინფორმაციით, გემზე 40 წლამდე ასაკის საქართველოს, უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

















