დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია
10:52 12.02.2012
დედაქალაქში საავტომობილო გზებზე შეფერხება არ არის.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის სატრანსპორტო სამსახურიდან აცნობეს, მოძრაობა შესაძლებელია როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ისე გარეუბნებშიც.
სატრანსპორტო სამსახურის განცხადებით პრობლემურ მონაკვეთებზე სისტემატიურად იყრება მარილი და მობილიზებულია სამაშველო ტექნიკა.