წუხელ ზამთრის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ყინვა - 18 გრადუსი, დაბა აგარაში დაფიქსირდა.
ასევე, ძლიერი ყინვა იყო ქალაქ გორში, სადაც ტემპერატურა - 16 გრადუსამდე დაეცა. რაც შეეხება თბილისს, გასულ ღამეს ტემპერატურა - 8-10 გრადუსს შორის მერყეობდა.
როგორც "ნიუსპრესს" მეტეოროლოგიური სადგურის პროგნოზირების განყოფილებაში განუცხადეს, ტემპერატურის კლება არც დღეს საღამოს არის მოსალოდნელი, ამასთან, შესაძლოა, მომავალში პროცესი ისევ განმეორდეს, რადგან ცივი ჰაერის მასების საქართველოში შემოსვლა კვლავ გაგრძელდება

















