logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სტუ-ს დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას პირობები წაუყენა
სტუ-ს დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას პირობები წაუყენა
13:21 28.03.2012
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეჩერებას აპროტესტებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სტუ-ს დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან დღეს პრესკონფერენცია გამართა.

ასოციაციის წევრების თქმით, ადმინისტრაციიდან მათ სტატუსშეჩერებული სტუდენტების ზუსტი სია გამოითხოვეს და აღმონდა, რომ 2011-12 სასწავლო წლის ხუთი თვის მონაცემებით, მათი რიცხვი 262-ს შეადგენს.

"ეს რიცხვი კატასტროფულად იზრდება, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას 4 აპრილამდე ვაძლევთ ვადას - აღუდგინოს სტატუსი ყველა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, ასევე, გადაიხედოს თვითმმართველობის დებულება და თვითმმართველობის არჩევნების სარეგისტრაციო ვადამ 27 აპრილამდე გადაიწიოს" - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

სტუდენტების განმარტებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტეტში 5 აპრილს თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არ ეძლევათ.

იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ასოციაცია სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას და ამდენად, სტუდენტების განცხადებით, არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდება, რადგან მასში მონაწილეობას მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობა მიიღებს.

სტუდენტების ამ განცხადებას უნივერსიტეტის წარმომადგენელი ოთარ ზუმბურიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, სტუდენტის სტატუსის შეჩერება ტექნიკური უნივერსიტეტის რეგულაციაა და მთელი წლის განმავლობაში ამ სტუდენტებს თანხა არ შემოუტანიათ.

"კანონი უნდა დავიცვათ. ტექნიკური უნივერსიტეტის 17 000 სტუდენტიდან 262 გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების ლეგიტიმაციაზე" - განაცხადა ზუმბურიძემ.

ფოტო გალერეა
ფოტო მასალის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისთვის
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა