ხოშარაულის ქუჩაზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც "ნიუსპრესს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, დაიწვა 200 კვ მეტრზე მეორადი საბურავებისა და ტანსაცმლის ფუთები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ცეცხლის ჩასაქრობად 9 სახანძრო მანქანა მუშაობდა. გამოძახება 10:44 საათზე დაფიქსირდა, მისი ლიკვიდირება კი,13:00 საათზე მოხდა.

















