საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა "შუმმერ ჟობ"-ზე დარეგისტრირებულ სტუდენტებს შეხვდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შაშკინი სტუდენტებს პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.
პროექტი "Summer Job" წელს პირველად ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში გამოყოფილ ვაკანსიებზე 25 000 ათასი სტუდენტი დარეგისტრირდა. შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობებიდან მათ თითო ვაკანსია აირჩიეს. სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა "Summer Job" საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება. სტუდენტების ხელფასი 500 ლარია.

















