თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ხანძარი გაჩნდა.
როგორც "ნიუსპრესს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი საბურავებისა და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიას გაუჩნდა.
ცეცხლს ამ წუთებში 7 სახანძრო მანქანა აქრობს. მისი გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
სახანძრო გამოძახება სამსახურში 10:44 საათზე დაფიქსირდა.

















