logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
"მედია პარტნერსი" - "ფორბს ჯორჯიას" რედაქტორის გათავისუფლების მიზეზი მისგან საგამომცემლო ეთიკის დარღვევა გახდა
"მედია პარტნერსი" - "ფორბს ჯორჯიას" რედაქტორის გათავისუფლების მიზეზი მისგან საგამომცემლო ეთიკის დარღვევა გახდა
11:39 28.03.2012
სააქციო საზოგადოება "მედია პარტნერსი" რომელიც ჟურნალ "ფორბს ჯორჯიას" საგამომცემლო უფლებას ფლობს, ჟურნალის ყოფილი  რედაქტორის რევაზ საყევარიშვილის  თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად მისი მხრიდან საგამომცემლო ეთიკის უხეშ დარღვევას ასახელებს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება "ფორბს ჯორჯიას" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მათი ინფორმაციით, სააქციო საზოგადოება "მედია პარტნერსმა" რევაზ საყევარიშვილის ჟურნალ "ფორბს ჯორჯიას" მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება 26 მარტს მიიღო.
განცხადების თანახმად, გათავისუფლების მიზეზი საყევარიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში უმეტესი კითხვების რუსული "ვედომოსტის" 2005 წლის 7 აპრილის სტატიიდან "არ მეგონა თუ გავხდებოდი მილიარდერი" (Ведомости: "Не думал что стану миллиардером") კოპირება გახდა.
"ტექსტის პუბლიკაცია, რომელიც გამოქვეყნებული იყო სხვა გამოცემის მიერ, საქმიანი საგამომცემლო ეთიკის უხეში დარღვევაა. ჩვენს მკითხველს, ისევე როგორც კოლეგებს რუსული გამოცემიდან, რომლებიც ფლობენ საავტორო უფლებებს ინტერვიუს ორიგინალურ ტექსტზე, სრული უფლება ექნებოდათ დავედანაშაულებინეთ პლაგიატში. არც ერთი ღირსეული გამომცემლობა, რომელიც ზრუნავს საკუთარ რეპუტაციაზე, თავს უფლებას არ მისცემს მსგავსი ნაბიჯი გადადგას" - აცხადებენ "მედია პარტნერსში.
კომპანიაში ასევე უარყოფენ აღნიშნული საქმის ცენზურასთან კავშირს და აცხადებენ, რომ საყევარიშვილის ყველა განცხადება პროტესტის ნიშნად თანამდებობის დატოვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
"ჩვენი იურისტები გარემოებებს და რევაზ საყევარიშვილის დემარშის სასამართლო პერსპექტივებს სწავლობენ" - აღნიშნულია განცხადებაში.
"ფორბს ჯორჯიას" მთავარმა რედაქტორმა რევაზ საყევარიშვილმა თანამდებობის დატოვებაზე განცხადება გუშინ გააკეთა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი დამფუძნებლის გაგიკ ეღიაზარიანის მხრიდან ჟურნალის სარედაქციო საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობა და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნების პროცესში შექმნილი ბარიერები გახდა. საყევარიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2011 წლის შემოდგომიდან მუშაობდა.

ჟურნალ "ფორბსის" ქართული გამოცემა - "ფორბს ჯორჯია საქართველოში 2011 წლის დეკემბრიდან გამოდის.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა