2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტებისთვის მთავარი უცხო ენა ინგლისური გახდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჩასაბარებელ უცხო ენად აბიტურიენტთა 73%-მა ინგლისური ენა აირჩია, 17%-მა - რუსული, 7% -მა - გერმანული, 3%-მა - ფრანგული.
"ორი წლის წინ ინგლისური ენა აბიტურიენტთა მხოლოდ 45%-მა აირჩია, ასევე 45%-მა არჩევანი რუსულ ენაზე გააკეთა. ინგლისური ენის პოპულარიზაცია პირველ რიგში გამოიწვია პროგრამამ ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"" - განაცხადეს განათლების სამინისტროში.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ათასობით ინგლისურენოვანი პედაგოგი ჩამოვიდა საქართველოში ამერიკიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

















