თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, კერძო სექტორში
მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, წყალი გლდანი-ნაძალადევის რაიონში ჯანჯღავას ქუჩას და მეფრინველეობის დასახლებას შეუწყდა.
წყალი არ მიეწოდება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში თევდორე მღვდლის, სამტრედიის, გორის, აჭარისა და სარკინეთის ქუჩებს, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონში უჩანეიშვილის, ლიხაურის, ტეხურის, ტუსკიას, ქარელის, ნატახტარის ქუჩებსა და წყნეთის გზატკეცილს.
აღნიშნულ აბონენტებს წყალმომარაგება 20:00 საათიდან აღუდგებათ.
ცინცაძის ქუჩაზე მომხდარი დაზიანების აღდგენის მიზნით, 03:00-დან 14:00 საათამდე წყალმომარაგება ცინცაძისა და მიმდებარე ქუჩებს შეუწყდათ.
ბოჭორმის ქ. 29-თან მომხდარი დაზიანების აღდგენის გამო, 05:00-დან 13:00 საათამდე წყალი ბოჭორმის, ბოდბის, 300 არაგველის, დოლაბაურის, არბოშიკის, ლუსინიანის, იალბუზისა და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.

















