სამგორისა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდა.
როგორც "ნისუპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო, 17.00
საათამდე შუქი ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონს, ვარკეთილი 3-ის II და III მიკრორაიონების და ნავთლუღის დასახლების ნაწილს გაეთიშა.
ელექტროენერგიის შეზღუდვა მთაწმინდის რაიონის ნაწილსაც ეხება.
შუქი 14.00 საათამდე ძმები ზუბალაშვილების, შევჩენკოს, ზიჩის და ბესიკის ქუჩების მოსახლეობასაც არ მიეწოდება.

















