არასამთავრობო ორგანიზაცია „დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაცია“ 29 მარტს, პარლამენტის წინ აქციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციის გამგეობის ხელმძღვანელმა ია ღონღაძემ განუცხადა, აქცია სახელწოდებით - „ველით სამართლიან გამოძიებას“ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების ორგანიზებით გაიმართება.
მისი თქმით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში გაგზავნილ წერილებზე პასუხი მიიღეს. სარჩელი შემდგომი რეაგირებისთვის პროკურორს გადაეგზავნა. აქციაზე მონაწილეები გამოძიების ობიექტურად ჩატარებას მოითხოვენ.
„დაზარალებულ მენაშენეთა“ წარმომადგენლების განცხადებით, „ცენტრ პოინტმა“ 2003-2010 წლებში 6 200 ოჯახი დააზარალა, რომელთა მდგომარეობა ამ დრომდე არ შეცვლილა.
საინვესტიციო და დეველოპერული კომპანია "დექსუსი", რომელმაც "ცენტრ პოინტის" აქტივები გადაიბარა, დაზარალებულთაგან თანხის 18%-ის დამატებას ითხოვს.
2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, "დექსუსმა" ცენტრ პოინტის" ვალდებულებები 3 წლის ვადაში უნდა შეასრულოს.

















