პროფესიული განათლების მიღების სურვილი 2 ათასამდე მოქალაქემ გამოთქვა.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
ძირითადი დაინტერესება სამშენებლო, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიების პროფესიაზე მოდის.
„ეს იმის მანიშნებელია, რომ ბაზარზე ამ პროფესიების მიმართ მოთხოვნა დიდია“ - აღნიშნა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ყურადღება სტუდენტთა დასაქმების - „Summer job”-ის პროგრამაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ რეგისტრაცია 25 000 სტუდენტმა გაიარა.
„600 სტუდენტი კერძო სექტორში დასაქმდება, დანარჩენი კი სახელმწიფო სტრუქტურებში“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

















