ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხვალ „თსუ გორდელას“ პროექტის - „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ“ ფარგლებში, დასკვნითი კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თსუ გორდელა, ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, ბოლნისის, ახმეტის, მარნეულის და გარდაბნის ფოლკლორული ანსამბლები.
თსუ-ს ინფორმაციით, პროექტი ემსახურება საქართველოში კომპაქტურად მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის, ტრადიციებისა და კულტურის უფრო ახლოს გაცნობას.
პროექტის მხარდამჭერები თსუ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და რაიონების მუნიციპალიტეტები არიან.