ნარკოპოლიტიკის სფეროს ექსპერტები და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის დარგში ევროპის ქვეყნების გამოცდილებას ეცნობიან.
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ნარკოპოლიტიკის საკითხებზე შეხვედრა დაიწყო, რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ევროპელი ექსპერტები ესწრებიან.
როგორც "ნიუსპრესს" მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მაუმკა ქაცარავამ განუცხდა, ნარკომანიის წინააღმდეგ საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ამ კუთხით რისკები მინიმუმამდეა დასული.
"თბილისის მერია მთავარ პროკურატურასთან ერთად ბაზალეთში სარეაბილიტაციო ცენტრს აშენებს, რაც რესოციალიზაციის კუთხით მუშაობის საშუალებას მოგვცემს. ამ ყველაფერში ევროპული ქვეყნების გამოცდილება დაგვეხმარება"- განაცხადა ქაცარავამ.
შეხვედრის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ასევე განიხილება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა - პოლიციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლობის შესახებ.

















