პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა" დასუფთავების გადასახადის სულადობრივად განსაზღვრას მოითხოვს. ამის თაობაზე პარტიის ახალგაზრდული
ორგანიზაციის თავმჯდომარემ მამუკა ბალიაშვილმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.
ბალიაშვილმა დასუფთავების გადასახადის კოეფიციენტის შესაძლო გადახედვის თაობაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ამ გადასახადების გადახედვის შესახებ გადაწყვეტილება NDI-ის კვლევების გამოქვეყნების შედეგად მიიღო.
"ჩვენ ხელისუფლებას ახალი ფორმულა არაერთხელ შევთავაზეთ. ვეთანხმებით იდეას, რომ დასუფთავების გადასახადის არ გადახდის შემთხვევაში მოსახლეობას დენი უნდა გეთიშოს, მაგრამ ეს გადასახადი სულადობრივად უნდა განისაზღვროს" - განაცხადა ბალაიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ NDI-ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა, რომ თბილისის მერიაში დასუფთავების გადასახადის კოეფიციენტზე მსჯელობენ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ მოიძებნოს გზა, რომელიც მოსახლეობას გადასახადის ტვირთს შეუმსუბუქებს.

















