უამინდონის მიუხედავად ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეფერხებები არ არის.
როგორც "ნიუსპრესს" "ენერგო-პრო-ჯორჯიადან" აცნობეს, მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.
მათი განცხადებით, დიდთოვლობასთან დაკავშირებული მცირე დაზიანებები სრულადაა აღმოფხვრილი და მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში ხდება.
შეგახსენებთ, რომ სინოპტიკოსები დღეიდან მთელ საქართველოში ორი დღით გამოდარებას პროგნოზირებენ.

















