არასამთავრობო ორგანიზაცია "ტფილისის ჰამქარი" დღეს პროექტის - "აღმოაჩინე შენი თბილისი" ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
კვლევა გასული წლის განმავლობაში ჩატარდა.
პროექტის მიზანი თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არსებული ვითარების შესწავლა და კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ქალაქის ისტორიულ ნაწილში მიმდინარე სარეაბილიტაციო და არქიტექტურულ-სამშენებლო პროცესების ანალიზია.
პროექტი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და შვედეთის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

















