ტრანსპორტით გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფალია
10:49 11.02.2012
ავტოტრანსპორტით გადაადგილება მთელი საქართველოს მასშტაბით თავისუფალია.
როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ჯვრის უღელტეხილი, სადაც მოძრაობა შეზღუდული იყო, დღეს ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია.
უღელტეხილებზე ავტომანქანებისთვის მოძრაობა რეკომენდებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ცენტრალურ მაგისტრალებზე კი მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შესაბამისი ტექნიკა საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და გზები 24 საათის განმავლობაში იწმინდება.