ლეიბორისტური პარტია და "უმუშევართა კავშირი" ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვლენ
10:44 11.02.2012
ლეიბორისტული პარტია და "უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" სახელმწიფოსგან სპეციალური საბიუჯეტო სტრუქტურის შექმნას მოითხოვენ, რომელიც უმუშევართა რეგისტრაციისა და აღრიცხვის საკითხებით დაკავდება.
როგორც "ნიუსპრესს" "უმუშევართა კავშირის" პრესსამსახურიდან აცნობეს, ორგანიზაციამ უნდა იზრუნოს აგრეთვე უმუშევართა დასაქმებაზე, რეკვალიფიკაციასა და მათთვის შემწეობების განაწილებაზე.
ამ თემასთან დაკავშირებით ლეიბორისტური პარტიის ოფისში დღეს პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და უმუშევართა კავშირის ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი-სადღობელაშვილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
მათი განცხადებით, ისინი სპეციალურ სამუშაო ჯგუფს შექმნიან რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი ამოცანების დროულად გადასაწყვეტად შეთანხმებულ ფორმატში იმუშავებს.ა