გარემოს დაცვის სამინისტროში საქართველოს რეგიონების სკოლების 6 ეკო-კლუბის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სკოლებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ გოჩა მამაცაშვილმა სპეციალური სერტიფიკატები გადასცა.
ეკო-კლუბები USAID-GLOWS პროგრამის - „ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში" ფარგლებში დაარსდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში წელს ეკო-კლუბები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 14 სკოლაში დაფუძნდა. ბუნებრივი რესურსების მართვის, პროექტების შემუშავების და სხვა გარემოსდაცვითი საკითხების კუთხით სასწავლო სემინარები ჩატარდა. გამარჯვებული პროექტების ავტორს ეკო-კლუბებს ლაბორატორიული კვლევებისთვის საჭირო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცათ.
„2012 წელი გარემოს დაცვის სამინისტროს გამოცხადებული აქვს გარემოსდაცვითი განათლების წლად. მხარს ვუჭერთ მოსწავლეების ჩართულობას, რადგან უცილებელია გაიზარდოს მათი რაოდენობა ამ მიმართულებით" - განაცხადა გოჩა მამაცაშვილმა.
ღონისძიება წყლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება.
პროექტი 4 წლიანია და მისი ბიუჯეტი 6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

















