საქართველოს განათლებისა და მენიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია და ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სომხურენოვანი საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.
პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის შესწავლის გრძელვადიანი, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის მოკლევადიანი კურსები ხორციელდება.
ჟვანიას სკოლაში 82 დირექტორი ამჟამად ქართული ენის ინტენსიური სწავლების კურსს გადის.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნული უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროგრამები ხორციელდება.

















