თბილისში დღეს მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
"ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილი ოქროყანის გზაზე სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის დროს მანქანაში 6 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან ერთი - 19 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. დანარჩენები კი, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ვერსიით, ავარიის გამომწვევი მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

















