საქართველოს "ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინების" ინიციატივით, დღეს კინოს სახლში სამეცნიერო კონფერენციას გამართავს.
როგორც "ნიუსპრესს" "ჰელსინკის კავშირიდან" აცნობეს, კონფერენციის თემაა - "საქართველოს სულიერი მისია".
ღონისძიება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების 73-ე წლისთავს ეძღვნება.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ნაშრომები - "ფესტოსის დისკოსა და A ხაზოვანი წარწერების გაშიფვრა", "კავკასიური ზოდიაქოს განსახლების პრინციპები" და "ქართული ანბანის შესაქმეს დათარიღება".

















