დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღინიშნება.
როგორც "ნიუსპრესს" საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს.
საზეიმო ღვთისმსახურებაზე წმ. ბასილი დიდის ლიტურგია სრულდება, რომლის დასრულებისთანავე ავტოკეფალიის აღმდგენელთა სულის მოსახსენებლად სამადლობელ პარაკლისს აღავლენენ.
დღეს ღირსისა იოანე კლემაქსისა, წმ. მეფისა დემეტრე თავდადებულისა, წმ. გრიგოლ დიალოღონისა - რომის პაპისა, ღირსისა თეოფანე აღმსარებელისა, მართლისა ფინეზისა და ღირსისა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის ხსენების დღეა.
დიდმარხვის მე-5 კვირას წმ. მარიამ ეგვიპტელის ხსენებაც აღინიშნება.
დიდი მარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 15 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

















