საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ 2012 წელს სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში 10 გამარჯვებული გამოვლინდა.
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10 პროექტს შორის ყველაზე მაღალი ქულა ფილმმა - "ინგლისურის მასწავლებელი" მიიღო, რომლის რეჟისორები ნინო ორჯონიკიძე და ივანე არსენიშვილი არიან.
კინემატოგრაფიის ცენტრის დაფინანსებას საექსპერტო კომისიის რეკომენდაციით პირველ შვიდ ადგილზე გასული პროექტები მიიღებენ.
ეროვნულ კინოცენტრსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის 2011 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მაუწყებელი დამატებითი მხარდაჭერისთვის გამოსავლენ პროექტებზე იმსჯელებს.

















