კანადაში გარდაცვლილ მარიამ მახნიაშვილს დღეს ტორონტოში დაკრძალავენ.
მახნიაშვილის ცხედარს ადგილობრივი დროით 13 საათზე ნიუ ბიგინგის დამკრძალავი ბიუროდან გამოასვენებენ.
შვილის დაკრძალვას ვერ დაესწრება ვახტანგ მახნიაშვილი, რომელიც სასჯელს ონტარიოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის. ოჯახის ადვოკატ კელვინ ბარის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ ვახტანგ მახნიაშვილის რამდენიმე საათით გათავისუფლების ნებართვა არ გასცა, მიზეზად კი კოლონიის ხელმძღვანელობამ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა დაასახელა. ციხის ადმინისტრაციას პატიმრის გათავისუფლების თხოვნით მახნიაშვილის მეუღლემ, ლელა ტაბიძემ მიმართა.
მარიამ მახნიაშვილი 2009 წლის 14 სექტემბერს ტორონტოს კოლეჯის ეზოდან გაუჩინარდა. 2 წლის წინ დაკარგული გოგონას ცხედარი სამართალდამცავებმა ტორონტოს ხევში 10 მარტს აღმოაჩინეს.

















