თბილისის 10 სკოლას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე ავტორიზაცია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლურ ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლას, ცისიერ დიღმელაშვილის ქართულ-ფრანგულ სკოლა ლიცეუმს, იტალიურ სკოლას, ქართულ სკოლას, ,,ხერხემს"", საქართველოს საპატრიარქოს ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიას, საერთაშორისო ასოციაცია ,,ინტელექტს"", ოლიმპი თბილისი +სს, ეროვნულ სკოლა გიმნაზიასა და კრეატიული განათლების სკოლას მიენიჭათ.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მორიგი სხდომა 29 მარტს გაიმართება, რომელზეც საბჭოს წევრები 15 სკოლის ავტორიზაციის საკითხს განიხილავენ.

















