მართლმადიდებლური ეკლესია დღეს მიცვალებულთა შაბათს აღნიშნავს.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში სპეციალური ღვთისმსახურება შესრულდება.
ეკლესია დღეს წმ. სოფრონიოსს - იერუსალიმელ პატრიარქს, მღვდელმოწამე პიონისს, ზმირნელ ხუცისა და მისთანათა, წმ. ეპიმახოსის ნაწილთა აღმოყვანებას, წმ. სოფრონს და ვრაჩანელ ეპისკოპოსს იხსენიებს. აღევლინება წმ. იოანე ოქროპირის წირვა, რომლის შემდეგაც დიდ პანაშვიდს გადაიხდიან.
მიცვალებულთა შაბათს მრევლს ტაძრებში საკუთხი მიაქვს, რომელსაც შემდეგ შეჭირვებულებს ურიგებენ.

















