საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც "ნიუსპრესს" საპატრიარქოში განუცხადეს, შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიისთვის აქტუალური საკითხები განიხილება. საუბრის მთავარი თემა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაა, რომლის 95 იუბილე 25 მარტს აღინიშნება.
საპატრიარქოში შეხვედრაზე ამერიკის ელჩი ჯონ ბასიც იმყოფებოდა.

















