NDI პარლამენტის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ბიუროს ვებ-გვერდის გატეხვას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, NDI-ის პარლამენტის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ბიუროს ვებ-გვერდი (www.parliamentngo.ge) დღეს უცნობმა ჰაკერებმა გატეხეს და გვერდზე გაუგებარი შინაარსის წარწერები განათავსეს.
სპეციალისტები აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ. ვებ-გვერდი მუშაობა უახლოეს მომავალში განახლდება.

















