სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრებს უფლებამოსილება 2013 წლის 1 თებერვალს შეუწყდება.
აღნიშნულ საკითხზე ცვლილება "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შედის.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ირინა ქურდაძის განმარტებით, აქამდე არჩეულ სამეურვეო საბჭოებს უფლებამოსილება, არჩევის პროცესში სხვადასხვა შეფერხების გამო, განსხვავავებულ ვადებში ეწურებედათ. ამიტომ, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კონკრეტული თარიღი დაწესდეს და ყველა საბჭოს უფლებამოსილება ერთდროულად შეუწყდეს.
"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში აღნიშნული ცვლილებები განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

















