გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე ვაშლიჯვარში ავტომატური მეტეოროლოგიური დაკვირვების კომპლექსს ეწვია.
მინისტრმა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ჰიდრომეტეოროლოგიურ სფეროში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
"მეტეოროლოგიის მსოფლიო დღეს ვულოცავ ამ სფეროს ყველა სპეციალისტს. მათ გაიარეს ძალიან რთული პერიოდი, როცა ამ დარგის გადარჩენა მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ხელში იყო. მათ გააკეთეს ყველაფერი საქართველოში მეტეოროლოგიის განვითარებისთვის და საზოგადოების ნდობა მოიპოვეს" - განაცხადა ხაჩიძემ.
მინისტრმა დღესვე გარემოს ეროვნული სააგენტოს ნიადაგის გეოლოგიური კვლევის ტექნიკის საშუალებით გეოლოგიური ანალიზის ჩატარებაში მიიღო მონაწილეობა.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია 1950 წელს დაფუძნდა, რომელსაც საქართველო 1993 წლიდან შეუერთდა. ყოველი წლის 23 მარტს ორგანიზაცია 189 ქვეყანასთან ერთად მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეს აღნიშნავს.

















