ბათუმი-ხულოს ცენტრალურ მაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა. ამჟამად, მაგისტრალის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც "ნიუსპრესს" ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა თემურ ბოლქვაძემ განუცხადა, მეწყერი სოფელ პაქსააძეებშიც ჩამოწვა და საავტომობილო გზის ნაწილი გადაკეტა. გზა უკვე გაიწმინდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.
მეწყერსაშიში ზონები სოფელ პაქსაძეებსა და ქვედა თხილვანაში კვლავ რჩება. ქვედა თხილვანადან 3 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ხულოს მაღალმთიან სოფლებში დღეისთვის თოვლი ნახევარ მეტრს აღწევს.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარის მაღალმთიანეთში ხვალიდან გამოიდარებს.

















