დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, 17.00 საათამდე სამგორის რაიონის
ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდა.
შეზღუდვა სამგორის დასახლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, კახეთის გზატკეცილის, წულუკიძის, ჯავახეთის, კალაუბნის, ხომლელის, შანდორ პეტეფის, ბოგდან ხმელნიცკის და გახოკიძის ქუჩებს ეხება.
ქვესადგურ "კიკეთში" სარემონტო სამუშაოების გამო 12-დან 16 საათამდე შუქი თბილისის მიმდებარე სამი სოფლის - კიკეთის, ბეთანიის და დიდების მოსახლეობას გაეთიშება. 11-დან 15 საათამდე კი - კოტე აფხაზის, შარდენის, თუმანიანის და ერეკლე მეორის ქუჩების აბონეტებსაც შეეზღუდება.

















